რას ნიშნავს სააბონემენტო სერვისი?

სააბონემენტო სერვისი წარმოადგენს სფა-ს წევრებისთვის შექმნილ დახმარებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სიმბოლურ ფასად რეალური და ძვირადღირებული მომსახურების მიღება.
 

To top

რა სახის აბონემენტებია?

საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრებისთვის დადგენილია 3 სახის აბონემენტის გამოყენება. 
ა) 6 თვის განმავლობაში თვეში ერთხელ 3 საათით პროფესიონალური სტუდიით სარგებლობა; ამავე პერიოდში თვეში ერთხელ 5 საათიანი თეორიული და პრაქტიკული მასტერკლასის გავლა;
ბ) 6 თვის განმავლობაში თვეში ერთხელ 3 საათით პროფესიონალური სტუდიით სარგებლობა;
გ) 6 თვის განმავლობაში თვეში ერთხელ 5 საათიანი თეორიული და პრაქტიკული მასტერკლასის გავლა;

To top

რას მივიღებ აბონემენტის შეძენით?

აბონემენტების დანიშნულებაა ასოციაციის წევრებს მიეცეთ საშუალება თავიანთი კომერციული, არაკომერციული თუ სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის ხელმისაწვდომ ფასებში მიიღონ საჭირო დახმარება. ”ა” ტიპის აბონემენტი საერთო ჯამში საშუალებას მოგცემთ 18 საათის განმავლობაში გამოიყენოთ პროფესიონალური ფოტოსტუდია და დაესწროთ 30 საათიან თეორიულ დ პრაქტიკულ მასტერკლასს.
”ბ” და ”გ” ტიპის აბონემენტები საშუალებას მოგცემთ ინტერესებიდან გამომდინარე თავად აირჩიოთ თვენთვის საჭირო ერთ-ერთი მათგანი.
თუ თქვენ თვლით, რომ გჭირდებათ ფოტოგრაფიაში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება, ”გ” ტიპის აბონემენტი სრულად მოგცემთ ამის საშუალებას - საფუძვლიანად მოისმენთ ექსპონომეტრიის, კომპოზიციის, კოლორისტიკის და ციფრულ პროგრამებთან მუშაობის საკითხებს, პროფესიონალურ სტუდიაში თავად შეასრულებთ სხვადასხვა სახის პრაქტიკულ სამუშაოებს.
თუ თქვენ თქვენივე კომერციული მიზნებისთვის, კონკრეტული შეკვეთების შესასრულებლად გესაჭიროებათ ფროფესიონალური სტუდია, მაღალი კლასის აპარატურით, კონსულტანტით და ასისტენტით, ”ბ” ტიპის აბონემენტი მოგცემთ საშუალებას სრულყოფილად ჩაატაროთ თქვენი ფოტო სესიები ციფრული პოსტდამუშავების ჩათვლით.
თუ გსურთ თეორიული ცოდნის მიღებისა და გაღრმავების პარალელურად, ფოტოსესიებიც ჩაატაროთ, ”ა” ტიპის აბონემენტი ეფექტურად დაგეხმარებათ.
           
 

To top

რა ღირს აბონემენტის შეძენა?

”ა” ტიპის აბონემენტის ღირებულება შეადგენს 310 ლარს (ერთი 3-საათიანი სტუდიური ფოტოსესია 26,7 ლარი, ერთი 5 საათიანი მასტერკლასი 26,7 ლარი), ხოლო ”ბ” და ”გ” ტიპის აბონემენტების ღირებულება 210 ლარია (ერთი 3-სათიანი სტუდიური ფოტოსესია 35 ლარი, ერთი 5 საათიანი მასტერკლასი 35 ლარი).
როგორც ხედავთ, ფასები მართლაც სიმბოლურია, რადგან სტუდიური ფოტოსესიის ან მასტერკლასის 1 საათის ღირებულება საშუალოდ მხოლოდ 10,28 ლარს შეადგენს.
   

To top

როგორ შევიძინო აბონემენტი?

სამივე ტიპის აბონემენტის შეძენა შეუძლია მხოლოდ საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის მოქმედ წევრს. შეძენა შესაძლებელია ასოციაციაში სპეციალური განაცხადის წარმოდგენის შემდეგ საბანკო უნაღდო ანაგარიშწსორებით. აბონემენტის შეძენა ასევე შესაძლებელია საბანკო განვადებით. აბონემენტი მოქმედია შეძენიდან 6 თვის განმავლობაში და მისით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ შემძენ პირს. ასოციაციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასოციაციის წევრობის შეწყვეტისას აბონემენტის მოქმედება წყდება და გადახდილი თანხა შემძენს უკან არ უბრუნდება.

To top