პორტალზე მომხმარებლის სტატუსის მისაღებად სრულად შეავსეთ ვებ-ფორმა. ადმინისტრატორი 3 სამუშაო დღეში ნახავს, შეამოწმებს და გაააქტიურებს თქვენს განაცხადს. ამის შესახებ თქვენს ფოსტაზე მოვა შესაბამისი შეტყობინება. ვებ-ფორმა შეივსება მხოლოდ ლათინური ასოებით რა დროსაც მომხმარებელმა უნდა დააფიქსიროს სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემები, რადგან საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მასთან კონტაქტი. ამ მოთხოვნის იგნორირების შემთხვევაში, მომხმარებლის განაცხადი არ განიხილება. რეგისტრაციის გააქტიურების შემდეგ მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს ზოგადი ელექტრონულ-საინფორმაციო ბაზით და ფორუმით. მას არ აქვს ამ ბაზაში პირადი გალერეის შექმნის უფლება, შეზღუდული აქვს ასოციაციის წევრთათვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული ბაზის ზოგიერთი სექტორით სარგებლობის უფლება. იგი ვალდებულია დაიცვას რეგისტრაციისას გაცნობილი წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ანგარიში დარღვევის პირველ შემთხვევში 1 თვის ვადით დაიბლოკება, განმეორებისას კი გაუქმდება.
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის (სფა) წევრი შეიძლება იყოს: საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, იურიდიული პირი და აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოდგენს იურიდიულ პირს და იზიარებენ და ეთანხმებიან ასოციაციის მიზნებსა და ამოცანებს. ასოციაციის წევრი აგრეთვე შეიძლება იყოს არასრულწლოვანი ფიზიკური პირი, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობაში წარმოადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი. პორტალზე რეგისტრაციისას სრულად შეავსეთ ვებ-ფორმა. ადმინისტრატორი 3 სამუშაო დღეში ნახავს, შეამოწმებს და გაააქტიურებს თქვენს განაცხადს. ამის შესახებ თქვენს ფოსტაზე მოვა შესაბამისი შეტყობინება. ვებ-ფორმა შეივსება მხოლოდ ლათინური ასოებით რა დროსაც მომხმარებელმა უნდა დააფიქსიროს სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემები, რადგან საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მასთან კონტაქტი. ამ მოთხოვნის იგნორირების შემთხვევაში, მომხმარებლის განაცხადი არ განიხილება.
რეგისტრაციის გააქტიურების შემდეგ კანდიდატი მიიღებს ”მომხმარებლის” სტატუსს. პარალელურად ვებ-ფორმისა, შეავსეთ განაცხადი და სარეკომენდაციო ბარათი (საჭიროა 3 რეკომენდატორი - ასოციაციის წევრი) და შევსებული დოკუმენტები სკანირებული სახით გამოაგზავნეთ მისამართზე info@photographers.ge ან პირადად წარმოადგინეთ ასოციაციაში (თბილისი, ჭიათურის 17, ტელ.: (+995 32) 364605; (+995 91) 143185; (+995 91) 143175). 10 სამუშაო დღეში განაცხადი განიხილება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღეში ასოციაციის წევრი ვალდებულია გადაიხადოს საწევრო შენატანი და პირადად ხელზე აიღოს საქართველოს ფოტოგრაფთა წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, გაწევრიანებისთანავე პორტალზე წევრს მიენიჭება ”ფოტოგრაფის” სტატუსი, რის შემდეგაც საშუალება აქვს შექმნას პირადი ფოტოგალერეა (40 ფოტო, თითოეული 300 კბ. წონით), სარგებლობს ფორუმით, სარგებლობს ელექტრონულ-საინფორმაციო ბაზის ზოგადი და სპეციალური სექტორებით; მონაწილეობს ასოციაციის ინიციტივით გამართულ ფესტივალებსა და გამოფენებში; პერსონალური გამოფენების ორგანიზებაში ასოციაციისგან იღებს სხვადასხვა სახის პრაქტიკულ დახმარებას; პერსონალური გამოფენებისას ასოციაციისგან აქვს საინფორმაციო მხარდაჭერა; შეუძლია ასოციაციის ეგიდით გამართულ ინტერნეტ-ვიდეოგადაცემებში მონაწილეობა; შეუძლია ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში მონაწილეობა; სარგებლობს მნიშვნელოვანი შეღავათებით ფოტომომსახურებაზე; საავტორო უფლებების დაცვის კუთხით სარგებლობს ასოციაციის უფასო იურიდიული კონსულტაციებით და სურვილის შემთხვევაში ადვოკატის მომსახურებით შეღავათიან ფასებში; აკრედიტაციის მისაღებად იღებს ასოციაციის რეკომენდაციას; სარგებლობს სფა-ს სააბონემენტო სერვისით.