კვლევა ფოტოგრაფიაში


საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციამ ჩაატარა სპეციალური სოციოლოგიური კვლევა ფოტოგრაფიის თემატიკაზე. კვლევის მიზანი იყო, ფოტოგრაფიის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და იმ პრობლემებისწარმოჩენა, რაც დღესდღეობით არსებობს ამ სფეროში. კვლევის შედეგების საფუძველზე სფა-ს მიერ განხორციელდება ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს პრობლემების გადაჭრას და ამ სფეროს განვითარებას. საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია მადლობას უხდის კვლევაში მონაწილეებს და სპონსორს - კომპანია "ბესთსელერს". 2010 წლის 4 ოქტომბერს ასოციაციის ოფისში გაიმართა დაჯილდოვება - კომპანია "ბესთსელერმა" წახალისების სახით 100 -ლარიანი ფულადი პრიზებით დააჯილდოვა კვლევაში მონაწილე 3 რესპოდენტი: დავით ერისთავი, ეკა ელოშვილი და ინა ნერსესიანი.