ფოტო კონკურსი "ახალი ძველი ბათუმი"


კონკურსის პირობები

ფოტო კონკურს “ახალი ძველი ბათუმი”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებსაც. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები ვებ გვერდზე www.photobatumi.ge

ფოტოების ატვირთვის მომენტიდან 22 მაისის ჩათვლით კონკურსის გალერეაში აკრძალულია კომენტირება ავტორის მხრიდან, ამავდროულად საკონკურსო გალერეაში განთავსებული ყველა ფოტოს ავტორი ავტომატურად დაიფარება და დარჩება ანონიმური დაჯილდოვების დღემდე, 26 მაისამდე. ფოტოსურათი, რომელიც სათაურით, ან აღწერით გამოავლენს ავტორის ვინაობას გარედაქტირდება ვებ გვერდის ადმინისტრაციის მიერ.

26 მაისს კონკურსში მონაწილე 50 საუკეთესო ფოტო გამოიფინება ქალაქის ერთ ერთ ძველ უბანში, სადაც გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული და მოხდება მისი დაჯილდოვება.

ფოტო კონკურსი “ახალი ძველი ბათუმი” ტარდება აჭარის ტელევიზიის ეგიდით და ქალაქ ბათუმის მერიის უშუალო დაფინანსებით. შესაბამისად, ავტორის ვინაობის მითითებით ქალაქ ბათუმის მერიას არაკომერციული მიზნით, კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოს თავის სარეკლამო ბუკლეტებში, ფლაერებსა და ვებ გვერდის გალერეაში გამოყენების უფლება აქვს.

ფოტო კონკურს “ახალი ძველი ბათუმი”-ს პრიზები:

პირველი ადგილი – პროფესიონალური ციფრული ფოტო კამერა CANON EOS 5D

მეორე ადგილი – 1000 ლარი

მესამე ადგილი – 500 ლარი

ინტერნეტ გამარჯვებული – 300 ლარი