ფოტოკონკურსი


ფოტოკონკურსი

“მე მიყვარს თბილისი – მრავალეროვანი, განახლებული ქალაქი” 
 


თბილისის მერიის, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი აცხადებს ფოტოკონკურსს: “მე მიყვარს თბილისი – მრავალეროვანი, განახლებული ქალაქი”.

კონკურსის მიზანია, წარმოაჩინოს განახლებული დედაქალაქი თავისი ყოველდღიური ცხოვრებით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფოტოგრაფსა და ფოტომოყვარულს.

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ არაუმეტეს 5 ფოტოსი A4 ფორმატზე ნაბეჭდი სახით და ასევე ამ ფოტოების ელექტრონული ვერსია CD დისკზე. დასაშვებია როგორც შავ-თეთრი, ისე ფერადი ფოტოები.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარდგენილ იქნას ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში (ჩახრუხაძის ქ.#17, კონკასთან). ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია ყოველდღე, 12-დან 16 საათამდე შაბათის, კვირის და ორშაბათის გარდა.

კონვერტზე, რომელშიც მოთავსებული იქნება საკონკურსო ნამუშევრები როგორც ნაბეჭდი, ისე CD დისკზე, მითითებულ უნდა იქნეს კონკურსანტის სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 18 მაისი.

საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს წინასწარ შერჩეული კომპეტენტური ჟიური.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:

I ადგილი  – 500 ლარი

II ადგილი _  300 ლარი

III ადგილი – 200 ლარი


სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულნიც.

დაჯილდოების ცერემონიალის ზუსტი თარიღი და ადგილი გამოცხადდება დამატებით.

კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციას ტელეფონებზე: 99 06 99 ან 893 14 81 25

საკონკურსო ნამუშევრები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.

კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი



Comments
KMBRoFrcAsdqkFQ
AFAICT you've covreed all the bases with this answer!
14-07-2011, 20:30:54 | Guest
PGjqbUFivgFoiWMKHpY
N182lo , opquzrcuiozv, [link=http://tfisaeqzdsye.com/]tfisaeqzdsye[/link], http://tbegcaewcktf.com/
14-07-2011, 17:23:14 | Guest
aERGxmQRHEckfnZMDVZ
These topics are so confusing but this heelpd me get the job done.
14-07-2011, 05:22:58 | Guest
ZGLVKpLDkpsHNwzE
To think, I was confuesd a minute ago.
13-07-2011, 17:38:45 | Guest