|
მიმდინარე წლის 14 აპრილს 16 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (გრიბოედოვის 22) გაიმართება ფოტოგრაფ მიხეილ როსტომაშვილის ფოტოგამოფენა. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2000 წელს გადაღებული ფოტოები, რომლებიც ასახავს ოთხი საუკუნის წინ იძულებით გადასახლებულ ქართველთა ყოფა-ცხოვრებას ფერეიდანში. გამოფენა გასტანს 16 აპრილის ჩათვლით. |