სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტში” ხვალ, 8 აპრილს 19 საათზე ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - ,,დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი” გაიმართება.
გამოფენის ორგანიზატორია ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”. ფოტოგამოფენა პროექტის ,,უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება.
ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ფოტოები. ასევე, სხვადასხვა პოლიტიკოსების, შოუ ბიზნესის და რიგითი ადამიანების ფოტოები. ისინი ყველა ერთხმად უერთდებიან აზრს იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ღვედების გამოყენება აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, რადგან იგი საუკეთესო დამცავი საშულებაა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ამიტომაც მთელს საზოგადოებას, მოუწოდებენ უსაფრთხოების ღვედების გამოყენებისკენ.
პროექტი ,,ალიანსი საქართველოს უსაფრთხო გზებისთვის” მიმდინარეობს საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით და მასში მონაწილეობენ: ფონდი ,,პარტნიოროგა საგზაო უსაფრთხოებისთვის”, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო კომპანია BP, აშშ-ს საელჩო საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, ჟურნალი ,,AUTO BILD”, საქართველოს ნაციონალური საავტომობილო ფედერაცია.