ფოტოკონკურსი გენდერული დისკრიმინაცია


25 ნოემბრიდან 16 დეკემბრამდე, გაეროს ეგიდით ჩატარდა პროექტი, რომელიც ეხებოდა გენდერულ ტანასწორობას სამხრეთ კავკასიაში. პროექტის შეჯამება მოხდა გამოფენის სახით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების ფოტოგრაფი სტუდენტები. გამოვლინდა 3 საუკეთესო პოსტერი და 3 საუკეთესო ფოტო ნამუშევარი. პირველი ადგილის მფლობელი გახდა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრი, უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის სტუდენტი მარიტა მერკვილაძე, რომელსაც გადაეცა სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო (700 ლარი).

ასოციაციის სახელით ვულოცავთ მარიტას ამ წარმატებას, ვუსურვებთ პროფესიულ განვითარებას და წინსვლას.

ინფორმაცია უნივერსიტეტის პორტალზე