|
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია, კინოთეატრი "ამირანი" და ფოტოლაიფსტუდიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს "დღეს ჩემი დღეა". ორგანიზატორთა ჟიურის მიერ შერჩეული საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა კინოთეატრ "ამირანში", სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს. კონკურსის პირობები: ფოტომოყვარულებმა უნდა წარმოადგინონ ფოტო, რომლშიც ასახული იქნება ბავშვის პოზიტიური ემოციები და მხიარული განწყობა. გამოფენის გახსნის შემდეგ (1 ივნისი, 11 საათი) ლაივში ჟიური შეარჩევს გამარჯვებულ ფოტოებს, ხოლო მაყურებელი თავის სიმპათიას (ერთი ავტორი) გამოავლენს ადგილზე ხმის მიცემით (სტიკერების მეშვეობით). ნომინაციაში "საუკეთესო ემოციური ფოტო" გამარჯვებულ ბავშვს ფოტოლაიფსტუდიო დაასაჩუქრებს ფოტოსესიით – პროფესიონალური სტუდიური პორტფოლიოთი (7 ფოტო). გამარჯვებულ ავტორს ნომინაციაში "საუკეთესო კომპოზიცია" ფოტოლაიფსტუდიო გადასცემს პროფესიონალური სტუდიური 3-საათიანი ფოტოსესიის გამართვის აბონემენტს. ნომინაციაში "საუკეთესო ფოტოიდეა" კონოთეატრი ამირანი დააჯილდოვებს კონოთეატრი "ამირანი" დააჯილდოვებს სეანსებზე დასწრების 1 წლიანი 200 ლარიანი აბონიმენტით. სტიკერებით გამოვლენილ "მაყურებლის სიმპათიას" "მაყურებლის სიმპათიას" (ბავშვს) ფრანგული ტანსაცმლის მაღაზია "აიკიკი" გადასცემს 150 ლარიან ვაუჩერს, ხოლო "ტაოპრივატბანკი" საბავშვო ანაბარს 100-ლარიანი დეპოზიტით. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია კონკურსში წარმოადგინოს მაქსიმუმ 5 ფოტო სდ დისკზე კინოთეატრ "ამირანის" მოქმედ სალაროში 23 მაისის 12 საათიდან 30 მაისის 19 საათამდე. დისკს თან უნდა ახლდეს საინფორმაციო ბარათი როგორც ავტორის, ასევე ფოტოზე ასახული ბავშვის ვინაობის (სახელი, გვარი), ასაკის და საკონტაქტო მონაცემებით (ტელეფონები, ემაილი). გარდა ამისა, ფოტოს ავტორს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს ფოტოგადაღებასა და კონკურსში მონაწილეობაზე ბავშვის მშობლის ან მეურვის თანხმობა (სიტყვიერი ან წერილობითი).
ტექნიკური პარამეტრები: ფოტოს გაფართოება - TIFF ან JPEG, ფერის სივრცე RGB, ფაილის ზომა: 3508X4961 პიქსელი (A3 ფორმატი). საკონკურსოდ წარმოდგენილი ფოტოების ავტორებს 31 მაისს, 18 საათამდე ეცნობებათ შედეგები, ხოლო გამოფენაზე დაშვებული ავტორები ღონისძიებაზე მოპატიჟებულნი იქნებიან კინოთეატრის სალაროში დატოვებული მოსაწვევებით. ღონისძიებაზე საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის საჩუქრის სახით ასევე გაიმართება ლაივ-სტუდიური ფოტოსესიები მსურველი ბავშვებისთვის. ლაივ-სესიაში მონაწილეობის მსურველმა ასოციაციის წევრებმა შესაბამისი წერილი გთხოვთ მოგვაწოდოთ ელფოსტაზე. გისურვებთ წარმატებებს |