კონკურსი-გამოფენა


კინოთეატრი `ამირანი” 14 მაისს ფილმის “როდესაც მას არ უყვარხარ” პრემიერაზე აწყობს ფოტოკონკურს-გამოფენას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.
კინოთეატრის ფოიეში გამოფენისთვის კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ფოტოებიდან ჟიურის მიერ შეირჩევა 25 ფოტო.
კონკურსის პირობები: ფოტომოყვარულმა ვაჟებმა უნდა წარმოადგინონ გოგონას ჟანრული პორტრეტი, ხოლო ფოტომოყვარულმა გოგონებმა – ანალოგიურად ვაჟების ჟანრული პორტრეტი.
გამოფენის გახსნის შემდეგ (14 მაისი, 19.30 საათი) ლაივში ჟიური შეარჩევს 5 ფოტოს, ხოლო მაყურებელი თავის სიმპათიას (ერთი ავტორი) გამოავლენს ადგილზე ხმის მიცემით (სტიკერების მეშვეობით).
გარდა ამისა, ჟიური 6 გამარჯვებულიდან დამატებით დააჯილდოვებს სამ გამარჯვებულს ღონისძიების სპონსორ "ვულე ვუს" და "ჯი-პი-სის" პარფიუმერული ნაწარმით, ასევე გამარჯვებულებს კინოთეატრი "ამირანი" გადასცემს აბონემენტებს (8 მოსაწვევი ერთ პერსონაზე).
თითოეულ კონკურსანტს შეუძლია კონკურსში წარმოადგინოს მაქსიმუმ 5 ფოტო CD დისკზე კინოთეატრ “ამირანის” მოქმედ სალაროში 12 მაისის 12 საათიდან 13 მაისის 21 საათამდე. CD დისკს თან უნდა ახლდეს საინფორმაციო ბარათი ავტორის ვინაობის (სახელი, გვარი), ასაკის და საკონტაქტო მონაცემებით (ტელეფონები, ემაილი).
ტექნიკური პარამეტრები: ფოტოს გაფართოება -  TIFF ან JPEG, ფერის სივრცე SRB, ფაილის ზომა: 3508X4961 პიქსელი (A3 ფორმატი).
საკონკურსოდ წარმოდგენილი ფოტოების ავტორებს 14 მაისს, 14 საათამდე ეცნობებათ შედეგები, ხოლო გამოფენაზე დაშვებული ავტორები ღონისძიებაზე მოპატიჟებულნი იქნებიან კინოთეატრის სალაროში დატოვებული მოსაწვევებით.
ღონისძიების ორგანიზატორია კინოთეატრი "ამირანი", მხარდამჭერები არიან: საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია, PHOTOLIFE GROUP და ფოტოპორტალი "პიქსკიკი".
გისურვებთ წარმატებებს.



Comments
WBrhpZTBROdo
Ab fab my goldoy man.
14-07-2011, 18:30:12 | Guest
peqyhpkdRUfXBdZzF
dQCQVl , uybgruxzzxlr, [link=http://fzjuwufovbby.com/]fzjuwufovbby[/link], http://yeeuiwcvxmxv.com/
13-07-2011, 22:20:04 | Guest
zJMGkReZFnmqDsPErUN
4X6krE <a href="http://rnfhfsxffhpi.com/">rnfhfsxffhpi</a>
13-07-2011, 17:53:48 | Guest
qgywWqJxwXXivrHdBE
Didn’t know the forum rules aollwed such brilliant posts.
13-07-2011, 08:38:54 | Guest