გზად ეტალონური ხარისხის ბეჭდვისაკენ
საკითხის ისტორია
ერთი ფოტოგრაფი დიდ ხანს იზრდიდა წვერს და აგროვებდა ფულს, რათა ეყიდა ძალიან დიდი და ხარისხიანი ფოტოგამადიდებელი. როგორც კი აისრულა ოცნება და იყიდა, დაიწყო მასზე საკონტროლო ფოტოებისა და პატარა ზომის ფოტოსურათების ბეჭდვა...…მაგრამ რა გამოვიდა - წვერი ფოტოგრაფს აქვს, უშველებელი და ლამაზი, აქვს ლამაზი სურათების ბეჭდვის საშუალებაც, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებდა ხოლო სურვილი დიდი ბეჭდვისა – გაუქრა. რატომ? იმიტომ, რომ იმ, ჯერ კიდევ არც ისე შორეულ წარსულში, ფოტოგამადიდებელი იყო მეტ-ნაკლებად დიდი და პატარა ფოტოების ბეჭდვის ერთადერთი საშუალება, რაც არც ისე მარტივი შესასრულებელი საქმე იყო. საჭირო იყო სამუშაო ხსნარების დიდი რაოდენობა, უშველებელი კიუვეტები, დროის დანახარჯები და დიდი მოთმინება ანაბეჭდების გაშრობაზე და რეტუშირებაზე. 50X70 ან 60X90 ზომის ხარისხიანი ფოტოსურათის მისაღებად ძალიან დიდი დრო და ძალა უნდა დახარჯულიყო. ფერადი ბეჭდვა კი –მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო.
გავერკვეთ განმარტებებში
ფართოფორმატიანი ბეჭდვის ცნებაში ჩვეულებრივ, გულისხმობენ პლაკატებისა და ფოტოსურათების მიღების მეთოდს, დაწყებულს 50X70სმ-დან და ხანდახან 60მX90სმ ზომიდანაც კი. ის მოწყობილობები და საშუალებები, რომლებიც დიდი ზომის ფოტოსურათების ხარისხიანად ბეჭდვის საშუალებას იძლევიან, არც ისე ბევრია – ესაა ფოტოგამადიდებელი, ჭავლური პლოტერი (მაგალითად, Canon, HP, Epson ან Kodak) და სპეციალური ფოტო კომპლექსი Durst Theta 76, რომელიც ვერცხლის ჰალოგენიდურ ფოტოქაღალდზე ციფრული გამოსახულების გამოტანის საშუალებას იძლევა. ფართოფორმატიანი ბეჭდვა სჭირდებათ პირველ რიგში მათ, ვინც დაინტერესებულია გამოსახულებების გაყიდვაში ან მის ჩვენებაში – ესაა რეკლამა, ფოტო ან სადიზაინერო ექსპოზიციები, გამოფენები, აუქციონები. ფოტოსურათი ინტერიერში (სახლში, ოფისში, მაღაზიაში და ა.შ).
ფოტოსურათების ფართოფორმატიანი ბეჭდვა, როგორც დიზაინის დამოუკიდებელი ელემენტი, საქართველოში მხოლოდ ახლა იკრებს ძალას. 90-იანი წლების დასაწყისში “სცენაზე” თანდათან გამოდიან მინიფოტოლაბორატორიები – მინილაბები, რომლებსაც გააჩნიათ საშუალო სირთულის ბეჭდვის ავტომატურ რეჟიმში შესრულების უნარი. ისინი თავის თავზე იღებენ მოყვარულთა ფოტოების ბეჭედვის ნაწილს, ხოლო დიდი ფორმატების მიღების ავტომატიზაციის საკითხი ისევ ღიად რჩება. გარკვეულ დონემდე ამ საკითხს გადაწყვეტაში დახმარება ციფრული საბეჭდი სისტემების გამოჩენამ გაუწია, რომელთაგან პირველები პლოტერები გახდნენ. მათ საკმაოდ სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა და გავრცელება, შედარებით დაბალი ფასის გამო და შეეძლოთ ნებისმიერი ციფრული გამოსახულების გამოტანა დასაბეჭდად. მაგრამ მათი გამოყენების არე კვლავ შეზღუდული რჩებოდა – ძირითადად სარეკლამო და გასაფორმებელი მასალები. ფოტოგრაფები ამ მოწყობილობებს, სავსებით გასაგები სკეპტიციზმით უდგებოდნენ და ყველაზე პასუხსაგები შეკვეთების ბეჭდვას კვლავ ხელით აგრძელებდნენ. ვინაიდან იმდროინდელ პლოტერებზე შესრულებული ანაბეჭდები ჰგავდნენ ყველაფერს, რასაც მოისურვებდით, ოღონდ არა ფოტოსურათებს. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა, გაჩნდა მელნების, ქაღალდის ახალი ტიპები, გაუმჯობესდა გამოსახულების დამუშავების ალგორითმები. მოკლედ რომ ვთქვათ, ჭავლურმა ტექნოლოგიამ ისწავლა ანაბეჭდებისათვის სავსებით ფოტოგრაფიული სახის მიცემა, მაგრამ სკეპტიციზმი მის მიმართ, როგორც სრულფასოვანი ფოტოსურათების ბეჭდვის საშუალების მიმართ, იგივე დარჩა რაც მანამდე იყო. ჩვენ გავარკვევთ, რამდენად გამართლებულია ეს, როდესაც ვისაუბრებთ აღჭურვილობის ტექნიკური ასპექტების თაობაზე. ცხადია, რომ პლოტერს, მთელი თავისი უპირატესობის მიუხედავად, არა აქვს უნარი გადაწყვიტოს ბევრი საკითხი, რომელიც ფოტოგრაფ-პროფესიონალების წინაშე დგას. სარეკლამო და ფოტოგრაფიული ბაზრის დასაკმაყოფილებლად რაღაც სხვა იყო საჭირო. და ასეთი გადაწყვეტილება ნაპოვნი იქნა. 90-იანი წლების ბოლოს ძალის მოკრება დაიწყო ფოტოსაბეჭდი ტექნიკის ახალმა მიმართულებამ – ციფრულმა ფოტოლაბორატორიებმა. ისინი წარმოადგინეს კომპანიებმა Konica, Fujifilm, Noritsu და სხვებმა, მაგრამ მათ გააჩნიათ ბეჭდვის ფორმატი არაუმეტეს 20X30 სმ, თუმცა მათში გამოყენებული ტექნოლოგიები ხსნიდნენ შეზღუდვების უმრავლესობას, რომელთა საშუალებით შესაძლებელი გახდებოდა უფრო დიდი ზომის ფოტოსურათების მიღება. დროთა განმავლობაში ამ ფოტო-ლაბორატორიების გამოყენება დაიწყო არა მარტო აეროფოტოსურათების ბეჭდვისათვის, არამედ ისინი გავრცელდნენ მთელ მსოფლიოში და დაიკავეს აქამდე ცარიელი, უმაღლესი კლასის პროფესიონალური საბეჭდი აღჭურვილობის ადგილი. თუმცა ამ, თუნდაც უფრო მეტად ოპტიმისტურ ნოტაზე ფართოფორმატიანი ბეჭდვის უახლესი ისტორია არ თავდება, გადის რამოდენიმე წელიწადი და კომპანია DURST AG უშვებს კომპლექსს,რომელიც კიდევ უფრო მიახლოებულია დღევანდელი დღის საჭიროებასთან, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. მაშასადამე, პირველი ნაბიჯი საკითხის ისტორიაში, გადადგმულია. ახლა, დავიწყოთ მოძრაობა, საბეჭდი სისტემების ფუნქციონირების გაგების მიმართულებით.
ორიენტირება ადგილზე
სად არის უმჯობესი ფოტოსურათის დაბეჭდვა – ესაა მუდმივი კითხვა, რომელსაც ჩვეულებრივ, პასუხობენ: პროფესიულ ლაბორატორიაში, ამა და ამ მისამართზე. მაგრამ კითხვამ: “რატომ იქ?” შეიძლება თანამოსაუბრე ჩიხში შეიყვანოს. მართლაც, საკუთარი არჩევანის დასაბუთება მარტივი არ არის ხოლმე, მაშინ, როდესაც პასუხი ცხადია: მოცემული ლაბორატორია მისაღებია ჩვენი ფოტოსურათების საბეჭდად, თუ აღჭურვილობა, რომელზეც ხორციელდება ბეჭდვა, გამოსადეგია ამისათვის. საიდანაც გამომდინარეობს, რომ უნდა გავიგოთ, როგორაა ის მოწყობილი და როგორ ფუნქციონირებს.
რაში მდგომარეობს Durst Theta 76-ის თავისებურებები
სულ ახლახან, საქართველოს (და ჯერეჯერობით მთელ ამიერკავკასიაში - ერთადერთი) ტერიტორიაზე გაჩნდა მულტიფორმატული ციფრული ფოტოლაბორატორია Durst Theta 76. ახალ მოდელში ბეჭდვის ფუნქციონალურობა და ხარისხი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა. ხოლო მისი მეშვეობით დამზადებული ფოტოსურათები, ფოტობეჭდვის ხარისხის ერთგვარ სტანდარტებად და ეტალონებად იქცნენ.
ასეთი ტიპის კომპლექსის ძირითადი უპირატესობა – ესაა ფერის მართვის სისტემის სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობა, რაც ფერების გაკონტროლების საშუალებას იძლევა საწყისი ფაილიდან ან სკანირებული ორიგინალიდან ანაბეჭდამდე. Durst Theta 76-ს შეუძლია მუშაობა ფორმატების დიდ რაოდენობასთან: 8.9 სმ-დან 76.2 სმ-მდე სიგანის და 4 მეტრამდე სიგრძის. ექსპონირების ახალი ბლოკს დაშვებადობა (რეზოლუცია) იმყოფება 254 ppi დონეზე, რაც დიდი ფორმატების ბეჭდვის უნარის მქონე სისტემისათვის საკმაოდ წონადი დახასიათებაა. მკითხველისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ექსპონირების LED-Fiberoptic ტიპის დროს არანაირ ხილულ რასტრზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება – ეს არის სრულფასოვანი ”continuous tone”, ჩასხმის სიმკვრივის უწყვეტი ცვლილება, მაშასადამე, ტონალური გადასასვლების სიგლუვე და ფერთა გადაცემის სიზუსტე. ადამიანის თვალი, წერტილების დიდ რაოდენობას ვერც არჩევს.
254 ცალი უწყვეტად ექსპონირებული ფერადი პიქსელი ერთ დუიმზე (2,54 sm), მრავალი ექსპერტის აზრით შეფასებული იქნა როგორც დაშვებადობა 4000 dpi!!!! ვიზუალური დონეზე.
ასევე ღირს აღვნიშნოთ, რომ DURST Theta 76, პლოტერებისგან განსხვავევბით ბეჭდავს RGB ფერთა სივრცეში. ეს იძლევა საშუალებას სრულყოფილად გამოვიყენოთ ფერის მართვის სისტემები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ვაკონტროლოთ ფერი საწყისი ფაილიდან ან სკანირებული ორგინალიდან ანაბეჭდამდე. ამიტომ, ფერთა პროფილების გამოყენება, რომლებიც მალე გაჩნდება ჩვენს საიტზე და სალონში, დაგეხმარებათ მიიღოთ მაქსიმალურად ზუსტი შედეგი ურთულესი ანაბეჭდების ბეჭდვის დროს.
როგორ მუშაობს?
როგორც უკვე ვთქვით, DURST Theta 76 – ესაა ფოტოლაბორატორია, (მაგრამ არა მინი) მაშასადამე გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ყველა ფუნქციონალური კვანძი: ფაილების დამუშავების ბლოკი, ექსპონირების ბლოკი და ფოტოქაღალდის დამუშავების ბლოკი. DURST Theta 76 იყენებს ექსპონირების ტექნოლოგიას LED-Fiberoptic (ექსპონირება შუქდიოდების გამოყენებით). სინათლე RGB შუქდიოდური წყაროდან ოპტიკური ბოჭკოს გავლით გადაეცემა საბეჭდ თავს, რომელიც გადაადგილდება ფოტოქაღალდის მოძრავი ფურცლის განივად და ახდენს მის ექსპონირებას. არსებითად, გამოდის თავისებური ფოტოპლოტერი! ასეთი რამ ციფრული ბეჭდვის სამყაროში ჩვენ არ გვახსოვს.
ამის გარდა, არ გამოიყენება არც ერთი ოპტიკურ-ლინზური ბლოკი (ობიექტივი, ფილტრები და ა.შ.), რაც უზრუნველყოფს ფოტოანაბეჭდების დაცვას სულ მცირე გეომეტრიული ცვლილებებისგანაც კი და ამასთნავე სრულიად გამორიცხავს ფერების დაუმთხვევლობის შესაძლებლობას, ანაბეჭდის ცენტრიდან დაშორების კვალდაკვალ, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ოპტიკური ან ლაზერული ბეჭდვის დროს. მარტივია და გენიალური.
რაში მდგომარეობს თავისებურება?
LED-Fiberoptic ფართოფორმატიან პრინტერებს შეუძლიათ უზრუნველყონ ფერის სიღრმე 16.7 მილიონ ელფერამდე ანუ 8 ბიტი არხზე. ეს სავსებით საკმარისია ყველაზე ნატიფი ტონალური ნიუანსის გადასაცემადაც კი. ამ დროს მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ფერის გადაცემა და ფერების მომცველობა დამოკიდებულია გამოყენებული ფოტოქაღალდის ტიპზეც. უდიდესი პლუსი იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება გამოყენებული იქნეს მაღალი კლასის ჰალოგენიდური ვერცხლის შემცველი ფოტოქაღალდების სრული ჩამონათვალი: Kodak Professional Endura Ultra, Kodak Professional Endura Metallic, სადისფლეე (display materials), მასალები (Kodak Professional Endura Transparency, Endura Clear). რათქმა უნდა, შესაძლებელია სხვა ქაღალდის გამოყენებაც, მაგალითად Fujifilm ან Ilford - ის წარმოების. ფოტოქაღალდის გამოყენება უზრუნველყოფს ფერთა დაბალანსებულ გამას და მაღალ სინათლემდგრადობას – ხოლო ეს მახასიათებლები ყოველთვის წარმოადგენდნენ პოლიგრაფიული ბეჭდვის სუსტ მხარეებს. მასვე შეიძლება მიეკუთვნონ პლოტერებიც. ცალკე ქებას იმსახურებს ამგვარი ტიპის სისტემების ძირითადი მახასიათებელი – ესაა ანაბეჭდის მაქსიმალური ზომა.
რა არის შედეგად?
საქართველოში ისეთი კომპლექსის გაჩენა, რომელიც აერთიანებს თავის თავში DURST Theta 76 ყველა დადებით თვისებას და მინილაბთან შესადარებელ ოპერატიულობას – ესაა სიახლე რომელიც იძლევა იმედს, რომ პროფესიული ფოტობეჭდვის შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გახდება მრავალთათვის და აქვე სამოყვარულო ბეჭდვასაც ექნება საშუალება გამოიყენოს, ეს მათთვის აქამდე შეუძლებელი ფოტომომსახურება.
კიდევ ერთი პატარა გადახრა: შეიძლება თუ არა, რომ ბოლოს და ბოლოს ტერმინი “დაშვებადობა” ყველასთვის გახდეს გასაგები? ახლა ჩვენ შევეცდებით მოვხსნათ ერთი მცირე წინააღმდეგობა, რომელიც ჩნდება სიტყვის “დაშვებადობის” (dpi, ppi) გაჩენის დროს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის ცხადი არ არის, როგორ ხდება 12004800 dpi პლოტერის დაშვებადობის შეთავსება, იმავე DURST Theta 76 - ის 254 dpi –თან? DURST Theta 76 დაშვებადობის (რეზოლუციის) თაობაზე ყველაფერი გასაგებია: მასში სხივს ზედაპირის ერთეულზე (დიუმზე) ძალუძს “დასვას” 254 პატიოსანი ფერადი წერტილი, ხოლო რა იგულისხმება პლოტერის დაშვებადობაში? ამის შესახებ მწარმოებლებიც კი გარკვეულად არაფერს ამბობენ, ამიტომ ზუსტი, შედარებითი გაანგარიშების მოყვანა თითქმის შეუძლებელია – მეტისმეტად ბევრი ცვლადია მოყვანილი მის აღწერაში: გამოიყენება სტოქატური (ანუ მუდმივი რასტრის არქონით) რასტრირება, ბეჭდვა შეიძლება ხორციელდებოდეს ოთხზე მეტი (თორმეტამდე) ფერის მონაწილეობით, ხოლო საბეჭდი წერტილი იცვლიდეს ზომას (???) გამჭვირვალობას და ა.შ. ერთადერთ საშუალებად როგორმე განისაზღვროს ჭავლური ბეჭდვის დაშვებადობა, რჩება MIRE-ს (შტრიხ ორგინალი - სისტემის ან მასალის დაშვებადობის შესაძლებლობის განსასაზღვრავად) დაბეჭდვა, რომელიც შეიცავს შტრიხების გარკვეულ რაოდენობას და შემდეგ მათი ვიზუალური დაანგარიშება. როგორც წესი, ეს დაშვებადობა თანამედროვე პლოტერებში (თეორიულად) შეადგენს დაახლოებით 12004800 dpi. მაგრამ ეს დაშვებადობა პრაქტიკულად არ მიიღწევა პლოტერებზე ბეჭდვის დროს, რასაც პლოტერის მწარმოებელი კომპანიები თვითონვე აღიარებენ.
მცირე უკან დახევა: ვნებათაღელვა შავ-თეთრი ანაბეჭდის თაობაზე
შავ-თეთრი ბეჭდვის მიმართ არსებობს, სულ მცირე, ორი დიდი პრობლემა. ჯერ ერთი ელფერი, ანუ როდესაც ფოტოსურათი გამოდის გადახრილი რომელიმე ფერში: ყვითელში, ლურჯში ან ნებისმიერ სხვა ფერში. მეორე – ესაა მეტამერიზმი, ანუ ფოტოსურათის ელფერის შეცვლა განათებულობის პირობებზე დამოკიდებულებით. შავ-თეთრი ბეჭდვისას ყველაზე ცუდად საქმე აქვთ პლოტერებს, იქ მეტამერიზმიც უფრო ძლიერია და ფერის კალიბრებას ბევრი ბეჭდვითი ორგანიზაცია უგულვებელყოფს. განსაკუთრებით ეს ეხება ძველ მოდელებს. ახალი მოდელები ამ პრობლემებს ბევრად უფრო კარგად უმკლავდებიან. ფართოფორმატიან ფოტობეჭდვაში, რომელსაც გვთავაზობენ DURST Theta 76 სიტუაცია სრულიად სხვანაირია. ელფერის აღმოჩენა ანაბეჭდზე, რომელიც შესრულებულია კალიბრებულ აღჭურვილობაზე, ძალუძს მხოლოდ კოლორიმეტრს. ამას გარდა, ტონების პლასტიკა ტრადიციულ ფოტობეჭდვას არსებითად უკეთესი აქვს. მეტამერიზმი რა თქმა უნდა, შესაძლებელია აქაც, ისევე, როგორც ნებისმიერ ფერად პროცესში, მაგრამ ყოველთვის არის შესაძლებლობა დაიბეჭდოს ფოტოსურათები განათებულობის კონკრეტული პირობებისათვის.
მოთხოვნები დასაბეჭდი ფაილისადმი:
ფორმატები TIFF ან JPEG;
ფერთა სივრცე RGB ან Grayscale;
დაშვებადობა: 254 ppi ანაბეჭდის რეალურ ზომაში;
ფაილის სახელი უნდა იყოს დაწერილი ლათინური ასოებით;
ფაილი უნდა იყოს შრეების, ალფა არხების, LZW შეკუმშვის გარეშე.