"მე-20 საუკუნის არქიტექტურული მემკვიდრეობა"


მე-20 საუკუნის არქიტექტურული მემკვიდრეობა საფრანგეთში
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და « კულტურფრანსის » მიერ შექმნილი ფოტო გამოფენა.

მე-20 საუკუნე ის საუკუნეა, რომელმაც ყველაზე მეტი ააშენა : წინა საუკუნეებთან შედაარებით მშენებლობები მასიურ სახეს იღებენ. ბოლო ასი წლის განმავლობაში აშენებულმა ნაგებობებმა უფრო მეტად შეუცვალეს სახე პეიზაჟს ვიდრე გასულმა საუკუნეებმა. « მე-20 საუკუნის მემკვიდრეობა » არის ამომავალი კონცეფცია, რომელიც საგრძნობლად განვითარდა გასული საუკუნის განმავლობაში და სულ უფრო და უფრო ვითარდება. ის დღეს მოიცავს წინა საუკუნის ყველა სახი, მატერიალურ თუ არამატერიალურ კვალს. მე-20 საუკუნის მემკვიდრეობა არა მხოლოდ  კულტურული მემკვიდრეობის ბოლო არქეოლოგიური შრეა: ის ორმაგ შინაარსს იძენს, კულტურულს და სოციალურს. ის არის კოლექტიური აქცია, რომელიც გულისხმობს თანამედროვე სამყაროს ახალი თვალით დანახვას, თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობების შესწავლას.

დიდი ფორმატის ფოტოებისაგან შემდგარი ეს გამოფენა ტიპოლოგიური დახასითების საშუალებით გვთავაზობს იმ ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების ანთოლოგიას, რომლებიც იურიდიული სტატუსით სარგებლობენ : სხვადასხვა არქიტექტურული პროგრამების მიხედვით შედგენილი ესა თუ ის ურბანული პეიზაჟი, რომლებიც დაკავშირებული არიან ცხოვრებისა და წარმოების ახლებურ საშუალებებთან, და ჩვენი რეკრეაციული ცივილიზაციის მიერ შექმნილი ცხოვრების ახალ ჩვევებთან.



Comments
rWnPiLVrRwPJOAGEny
qTzarE , vdwbutxbsrnq, [link=http://zmgldjbjgsqi.com/]zmgldjbjgsqi[/link], http://ysujgetdannr.com/
14-07-2011, 17:09:36 | Guest
PcOQRgIvFKnGh
rBROw4 <a href="http://lrofondefkyk.com/">lrofondefkyk</a>
14-07-2011, 12:54:42 | Guest
EZevWCLhXNmJXFC
Many many qaluity points there.
13-07-2011, 23:37:12 | Guest