|
2008 წლის 27 დეკემბერს ინტერნეტ რეალითი შოუ "ფოტომანი 2008" საზეიმოდ დაიხურა. კონკურსი ფოტოპორტალ "ფოტოლაიფის" ინიციატივით უკვე მეორედ ჩატარდა. გამარჯვებულ ლევან ჩხატარაშვილს ფოტოსტუდია "Photolife Studio" - ის დაწესებული პრიზი - 1000 ლარი გადაეცა, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს - ბესიკ დარჩიას და ზურა თვაურს პრიზად ამავე სტუდიაში 3-საათიანი ფოტოსესიის გამართვის უფლების დამადასტურებელი ბარათები ერგოთ. სამივე გამარჯვებულს პროექტის პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერი ჟურნალი ”სტილი” ვრცლად გააშუქებს 2009 წლის იანვრის გამოშვებაში. დახურვის ცენემორიალი გაშუქდა რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით. კონკურსის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ ინფორმაციას დაინტერესებული მკითხველი დეტალურად იხილავს ამ ბმულზე. |
ყველა გამარჯვებულს ვულოცავ!