|
სფა-ს გამგეობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრებისთვის დადგენილია 3 სახის აბონემენტის გამოყენება. ”ა” ტიპის აბონემენტი საერთო ჯამში საშუალებას იძლევა მფლობელმა 18 საათის განმავლობაში გამოიყენოს პროფესიონალური ფოტოსტუდია და დაესწროს 30 საათიან თეორიულ დ პრაქტიკულ მასტერკლასს. ”ა” ტიპის აბონემენტის ღირებულება შეადგენს 310 ლარს (ერთი 3-საათიანი სტუდიური ფოტოსესია 26,7 ლარი, ერთი 5 საათიანი მასტერკლასი 26,7 ლარი), ხოლო ”ბ” და ”გ” ტიპის აბონემენტების ღირებულება 210 ლარია (ერთი 3-სათიანი სტუდიური ფოტოსესია 35 ლარი, ერთი 5 საათიანი მასტერკლასი 35 ლარი). აბონემენტების დანიშნულებაა ასოციაციის წევრებს მიეცეთ საშუალება თავიანთი კომერციული, არაკომერციული თუ სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის ხელმისაწვდომ ფასებში მიიღონ საჭირო დახმარება. აბონემენტის შეძენის და გამოყენების წესი: სამივე ტიპის აბონემენტის შეძენა შეუძლია მხოლოდ საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის მოქმედ წევრს. შეძენა შესაძლებელია ასოციაციაში სპეციალური განაცხადის წარმოდგენის შემდეგ საბანკო უნაღდო ანაგარიშწსორებით. აბონემენტის შეძენა ასევე შესაძლებელია საბანკო განვადებით. აბონემენტი მოქმედია შეძენიდან 6 თვის განმავლობაში და მისით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ შემძენ პირს. ასოციაციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასოციაციის წევრობის შეწყვეტისას აბონემენტის მოქმედება წყდება და გადახდილი თანხა შემძენს უკან არ უბრუნდება. აბონემენტის გამოყენება შესაძლებელია შეძენის შემდგომ ბარათის ხელზე მიღებისთანავე. ფოტოსტუდიის გამოყენებისთვის აუცილებელია აბონენტმა წინასწარ წერილით ან ტელეფონით ასოციაციის პსუხისმგებელ პირთან შეათანხმოს სესიის დღე და საათი. მასვე შეუძლია წინასწარ გამოიყენოს 6 თვეზე გადანაწილებული საათები. თუ მისთვის სასურველ დროს სტუდია უკვე დაჯავშნულია სხვა აბონემენტით, მოხდება უახლოესი ვადების შეთავზება. მასტერკლასები ჩატარდება მხოლოდ გამოსასვლელ დღეებში (შაბათი, კვირა).
|