სფა-ს წევრთა სარგებლის (პროფიტები) შესახებ


საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ვებ-პორტალის მომხმარებლისა და სფა-ს წევრისთვის დადგენილია შემდეგი სახის  სარგებლები (პროფიტები):

ასოციაციის ვებ-პორტალის მომხმარებელი სფა-ს ვებ-პორტალზე სარგებლობს ზოგადი ელექტრონულ-საინფორმაციო ბაზით და ფორუმით;
- შეზღუდული აქვს ამ ბაზაში პირადი გალერეის შექმნის უფლება;
- შეზღუდული აქვს ასოციაციის წევრთათვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული ბაზის ზოგიერთი სექტორით სარგებლობა.

ასოციაციის წევრს სფა-ს ვებ-პორტალზე მინიჭებული აქვს ფოტოგრაფის სტატუსი. იგი:
- ქმნის პირად ფოტოგალერეას (40 ფოტო, თითოეული 300 კბ. წონით), სარგებლობს ფორუმით;
- სარგებლობს ელექტრონულ-საინფორმაციო ბაზის ზოგადი და სპეციალური სექტორებით;
- მონაწილეობს ასოციაციის ინიციტივით გამართულ ფესტივალებსა და გამოფენებში;
- პერსონალური გამოფენების ორგანიზებაში ასოციაციისგან იღებს სხვადასხვა სახის პრაქტიკულ დახმარებას;
- პერსონალური გამოფენებისას ასოციაციისგან აქვს საინფორმაციო მხარდაჭერა;
- შეუძლია ასოციაციის ეგიდით გამართულ ინტერნეტ-ვიდეოგადაცემებში მონაწილეობა;
- შეუძლია ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში მონაწილეობა;
- სარგებლობს მნიშვნელოვანი შეღავათებით ფოტომომსახურებაზე;
- საავტორო უფლებების დაცვის კუთხით სარგებლობს ასოციაციის უფასო იურიდიული კონსულტაციებით და სურვილის შემთხვევაში ადვოკატის მომსახურებით შეღავათიან ფასებში;
- აკრედიტაციების მსურველს შესაბამის ორგანიზაციებში ასოციაცია უწევს რეკომენდაციას.

საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი, არ იღებს არანაირ შეკვეთას ფოტომომსახურებაზე და არ ავრცელებს მას თავის წევრებს შორის.
ასოციაციის ვებ-პორტალის შექმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრინციპია ის, რომ შემკვეთი თავად ირჩევს სფა-ს ვებ-პორტალზე გაწევრებულ ფოტოგრაფს კონკრეტული შეკვეთის შესრულების მიზნით და პირდაპირ უკავშირდება მას, ასოციაციისთვის ყოველგვარი გადასახადის გარეშე.