მასტერკლასი


მიმდინარე წლის 25 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორში ასოციაციამ ღია მასტერკლასი გამართა. მონაწილეები გაეცნენ სტუდიური პორტრეტის გადაღების თავისებურებებს, პოსტდამუშავების ეტაპებსა და სხვა საინტერესო საკითხებს. მასტერკლასი ”ფოტოლაიფსტუდიოს” ტექნიკური მხარდაჭერით ჩატარდა.