2012 წლიდან ევროკომისიის დაფინანსებით იწყება საერთაშორისო ფოტოპროექტი SAY CHEESE: EASTERN PARTNERSHIP FAMILY ALBUM, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია. პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ფოტოგრაფიის პროფესიონალურ განვითარებას, ფოტოგრაფიის დარგში ქვეყნებს შორის კონტაქტების დამყარებას და ამ მიზნით საინტერესო შეხვედრებს, ფოტოსესიებს, გამოფენებს, ვირტუალურ სასწავლო პროგრამებს პროექტის მონაწილე ქვეყნებში.
პროექტი, რომელიც ევროკომისიაში უკვე ინიცირებული და დამტკიცებულია, 30 თვეს გაგრძელდება. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, პროექტის დაფინანსების ფარგლებში იმოგზაურონ და მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნულ ღონისძიებებში (მაგალითად, საქართველოს თვალით დანახული უკრაინა, მოლდოვას თვალით დანახული საქართველო და ა.შ.). საუკეთესო ფოტონამუშევრები დაიბეჭდება სპეციალურ ფოტოალბომში და დარიგდება ექვსივე ქვეყანაში. მოეწყობა აღნიშნული ნამუშევრების გამოფენა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ფოტოგრაფების პოპულარიზაციას. დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილე ფოტოგრაფები და ფოტომოყვარტულები შეხვდებიან ევროპის ფოტოგრაფთა ასოციაციის ექსპერტებს და მოქმედ ფოტოგრაფებს. პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ უფასოდ გაიარონ ფოტოსკოლის პროგრამა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატი. პროექტის მიმდინარეობა სისტემატურად გაშუქდება მასმედიის საშუალებებით. პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ ნაციონალური ასოციაციების წევრებს. გისურვებთ წარმატებებს!
