|
პროექტის "მოდელის პორტფოლიო" ფარგლებში, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია წევრებისთვის აცხადებს მეორე მასტერკლასს თემაზე - "მოდელის პორტფოლიო პლენერზე სტუდიური განათებით". მასტერკლასზე განიხილება მოდელის პორტფოლიოს შექმნასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური განათების წყაროების კომბინირებული გამოყენება, დანიშნულება და ფოტოგრაფირების თავისებურებები. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მოწვეულ მოდელებთან ერთად შეასრულონ პრაქტიკული გადაღებები და გაეცნონ განათების კონკრეტულ კონსტრუქციებს. მასტერკლასი ჩატარდება ა.წ. 4 ივნისს (შაბათს), 16 საათზე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. მასტერკლასზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი განაცხადის საფუძველზე, რომელიც ასოციაციის წევრმა უნდა გამოაგზავნოს ფოსტაზე info@photographers.ge დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდებთ სფა-ს ოფისში. ტელ. 959406, 891 143185 ან ფოსტაზე info@photographers.ge პროექტის პირველი მასტერკლასი - იხილე |